უმუშევრები

მწვრთნელები ჰაერში

ბოლო დროს, ფეხბუთის მწვრთნელები მოთამაშეებზე ნაკლებნი აღარ არიან ცნობადობის მხრივ. ვარსკვლავური სტატუსი შეიძინეს და მუდამ ყურადღების ცენტრში არიან.ახლა გთავაზობთ ხუთი ცნობილი სპეციალისტის სიტუაციას, რომლებიც ამჟამად უმუშევრები არიან. 

მაურისიო პოჩეტინო, 47 წლის

ბოლო კლუბი: ტოტენჰემი

მიუხედავად ტოტენჰემიდან ხმაურიანად წამოსვლისა, მაურისიო პოჩეტინო ისევ ბევრი კლუბისთვის სასურველი სპეციალისტია, არა მხოლოდ ბრიტანეთში. უმუშევრად დარჩენილმა არგენტინელმა აღიარა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა ინგლისში ან ესპანეთში. ერთ-ერთ ვარიანტად ბარსელონა ჩანდა, მაგრამ იქ ენრიკე სეტიენის დანიშვნის შემდეგ, საკითხი თავისთავად მოიხსნა.

ახლა, ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, ყველაზე რეალური პოჩეტინოს მანჩესტერში წასვლაა, სავარაუდოდ ზაფხულში. არგენტინელი სპეციალესტი უკვე ესაუბრება მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობას. თანაც თავისი მოთხოვნებიც წარუდგინა. მათ შორის, აღმასრულებელი დირექტორისთვის, ედ ვუდვოდისთვის უფლებამოსილების შემცირება.

მასიმილიანო ალეგრი, 52 წლის
ბოლო კლუბი: იუვენტუსი

იუვენტუსიდან წამოსვლის შემდეგ, მაქს ალეგრიმ ხანგრძლივი პაუზის აღება და სამომავლო გეგმებზე დაფიქრება გადაწყვიტა.

 „იუვენტუსში ხუთწლიანი გარჯის შემდეგ, არ მინდა სხვაგან ცუდად გამომივიდეს მუშაობა. ამიტომ, გადავწვიტე ერთი სეზონით პაუზა ავიღო. ძნელი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ახლა  მილანში ინგლისურს ვსწავლობ და ვფიქრობ, წარმატებით ვართმევ თავს. ინგლისურენოვან ფილმებსაც ვუცქერ და რასაც ვკითხულობ, კარგად მესმის,“ - ამბობდა ალეგრი გასულ დეკემბერს.

ამ ყველაფრის გათვალიწინებით, სავარაუდოდ ალეგრი კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

ერნესტო ვალვერდე, 55 წლის
ბოლო კლუბი: ბარსელონა

ბარსელონიდან წასვლის შემდეგ, ვალვერდეს ბევრი თავისუფალი დრო გაუჩნდა და ახლა კარგად უნდა მოიფიქროს, როგორი დონის გუნდში გააგძელოს მუშაობა. კატალონიურ კლუბში ორწელიწადნახევრიანი საქმიანობა არ წაადგა არც მას და არც კლუბს. 

ვალვერდე ცუდი სპეციალისტი არ არის, მაგრამ, ალბათ უფრო დაბალი რანგის გუნდი უნდა აირჩიოს. მით უმეტეს, რომ ბევრი საშუალო გაქანების კლუბი მას დიდი სიხარულით მიიღებდა.

უნაი ემერი, 48 წლის
ბოლო კლუბი: არსენალი

არსენალიდან წასვლის შემდეგ, სავარაუდოდ ემერი უმუშევრად დიდხანს არ დარჩება და ამას სამი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, ის საკმაოდ ახალგაზრდაა მწვრთნელის ასაკისთვის. მეორე - არსენალში ჩავარდნის მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებს კვალიფიციური სპეციალისტის სტატუსს. მესამე - კარიერის განმავლობაში არასოდეს ყოფილა უქმად ორ თვეზე დიდ ხანს. 
საკუთარ პრობლემებში გაერკვევა და სავარაუდოდ, მალე დაბუნდება.

„არც ერთ ვარიანტს გამოვრიცხავ. ყველაფერს რეალურად ვუცქერ. ახლა რაღაც საქმეები მაქვს. რამდენიმე ესპანურ ქალაქში უნდა ჩავიდე. ძალიან მინდა ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნება,“ - ამბობს ემერი.

მანუელ პელეგრინი, 66 წლის
ბოლო კლუბი: ვესტ ჰემი

პელეგრინის პირველი ვესტჰემური სეზონი მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა. პრემიელიგაში მათ მე-10 ადგილი დაიკავეს, ხოლო ქვეყნის  ლიგის თასის გათამაშებაში მეოთხე რაუნდამდე მიაღწიეს.

მიმდინარე სეზონი კი ერთობ წარუმატებელი გამოდგა. 20 ტურის შემდეგ, გუნდი მე-17 ადგილზე იყო  და კლუბის ხელმძღვანელობამ ჩილელ სპეციალისტთან შობის გასვლისთანავე განშორება არჩია.

ჯერჯერობით ის არსად მუშაობს. თუმცა, დიდ ხანს უქმად ყოფნა ალბათ არ მოუწევს. მისი შემტევი სტილი ხომ ბევრს მოსწონს.