წარუმატებელი სტარტი

გრან პრი ცუდად დავიწყეთ

თელ ავივში მიმდინარე გრანპრი ქართველმა ძიუდოისტებმა წარუმატებლად დაიწყეს. ტურნირის პირველ დღეს ასპარეზობას 3 ქართველი სპორტსმენი გამოეთიშა.

 

ეთერ ლიპარტელიანი 59 კგ წონით კატეგორიაში მეორე წრიდან ჩაერთო და პოლონელ იულია კოვალჩიკთან დამარცხდა. ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ) პირველ წრეში აზერბაიჯანელ გულტან მამადალიევასთან ვაზარით წააგო, მარიამ ჯანაშვილი კი იგივე ეტაპზე და იგივე წონაში ბელგიელ შარლინ ვან სნიკთან ვერას გახდა.

 

აქვე გეტყვით, რომ ხვალ თავიანთ ბრძოლებს ლუკა მაისურაძე (81 კგ) და მარიამ ჭანტურია (71 კგ) გამართავენ. შეგახსენებთ, რომ თელ ავივში მიმდინარე ტურნირზე მონაწილეობას იმედა გოგოლაძე (90კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) მიიღებენ.