პსჟ გალამაზდა

პარიზელებმა მეოთხე ფორმა წარადგინეს

პსჟ-მ ტვიტერის საკუთარ გვერდზე, მეოთხე ფორმა წარადგინა. ახალი ფორმის დიზაინი ჯორდან ბრენდმა შექმნა. აღსანიშნავია, რომ ფრანგული გუნდი უკვე 2 წელია, რაც ამ ფირმასთან თანამშრომლობს.

 

ახალი მაისური ძირითადად შავებშია და მასზე საფრანგეთის დროშის ფერებში მორთული ხაზებია დატანებული. აღნიშნული ფორმა საკმაოდ ლამაზია და როგორც ვარაუდობენ, პარიზელები პირველად მას ლიგა 1-ის 22-ე ტურში მონპელიეს წინააღმდეგ ჩაიცვამენ. 

 

 

ტუხელის გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში 49 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. უახლოეს მატჩს ლიგა 1-ში დედაქალაქელები ლილის წინააღმდეგ ჩაატარებენ.