თორნიკეს მეგასეზონი

თორნიკე ევროპის უძლიერესი ლიგის მაღლების Top 3-ში შედის. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი არის თორნიკე შენგელია. და, ბიჭს ისტორიულად მაგარი სეზონი აქვს.

16.5 ქულა ევროლიგაზე. მეორე შედეგი მაღალ მოთამაშეებში. პირველზე ნიკოლა მიროტიჩი ზის, რომელსაც ბარსელონაში გაცილებით მეტი თავისუფლება აქვს, ვიდრე - თოკოს ბასკონიაში.

19.25 მარგი ქმედეგის კოეფიციენტით. მეორე შედეგი ევროლიგაზე მაღლებში. პირველი? დიახ, პირველი ამ კომპონენტშიც მიროტიჩი არის.

ბასკონიამ სეზონის სტარტიდან 13 თამაში წააგო. და, მხოლოდ 7 წამოიღო.

თორნიკე თანაბრად შეუცვლელი იყო მოგებულ და წაგებულ ჩეხვებში.

განსაკუთრებით კარგია თოკო სოლიდურ გუნდებთან.

18 და 21 ქულა ფენერბახჩესთან. ბასკონიამ ორივე გარჩევა წააგო. თოკო მკვლელი იყო.

25 ქულა ოლიმპიაკოსთან და ბასკონიამ დაკუჭა ბერძნული სიამაყე. თოკომ შეასრულა.

22 ქულა ცსკა-სთან მოგებულ დაპირისპირებაში. ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი ჩვენმა კაპიტანმა დაჭრა.

31 ქულა მაქაბისთან. ბასკონია იყო მკვდარი და თოკო - სუპერმენი.

სეზონში ორქულიანები - 58 5. ძალიან მაგარია.

სამქულიანები - 41 %. ამ პოზიციისთვის არარეალურია.

საჯარიმოები - 76.8 %. ბრავო!!!

და, თორნიკე ევროპის უძლიერესი ლიგის მაღლების Top 3-ში შედის.

თორნიკე ოფიციალურად (!) არის ევროლიგის მოქმედი საუკეთესო ფორვარდი.

და, როგორც კონორ მაკგრეგორს, თოკოს არ სჭირდება აღიარება. უბრალოდ, დაფასება და დამახსოვრება. რომ ის საქართველოსთვის შეუცვლელია.