კირიოსმა ნადალს დასცინა (ვიდეო)

კირგიოსისა და სიმონის მატჩი საკმაოდ სახალისოდ წარიმართა

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ერთმანეთს ნიკ კირიოსი და ჟილ სიმონი დაუპირისპირდნენ. ავსტრალიელმა მეტოქე 4 სეტში 6:2; 6:4; 4:6; 7:5 დაამარცხა.

 

აღნიშნული მატჩი საკმაოდ სახალისოდ წარიმართა. უფრო კონკრეტულად გეტყვით, რომ ნიკმა რაფაელ ნადალს დასცინა, რითიც გულშემატკივრები გაამხიარულა. 

 

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ჩოგბურთელმა ესპანელი გააკრიტიკა და თქვა, რომ იგი ჩაწოდებას დიდ დროს ანდომებს. თავის მხრივ რაფაელმა კირიოსი უზრდელობაში და უპატივცემულობაში დაადანაშაულა.