რეალმა ბენზემა დაითანხმა

მადრიდელებმა მიზანს მიაღწიეს

არახალია, რომ რეალს ბენზემასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ესპანური პრესის ცნობით, ბლანკოსის მესვეურებმა მიზანს მიაღწიეს და ფრანგი ახალ ხელშეკრულებაზე დაითანხმეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხნიან კონტრაქტს მოაწერს ხელს კარიმი. 

 

აღსანიშნავია, რომ ახალი ხელშეკრულების პირობების თანახმად, ბენზემა ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. აქვე გეტყვით, რომ გამოცდილ ფორვარდს მადრიდელებთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს.

 

ბენზემა რეალში 2009 წლის ზაფხულში ლიონიდან გადავიდა და ბლანკოსთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 4 თასი. ამ სეზონში მის ანგარიშზე 26 მატჩი და 16 გოლია.