ბასკონიამ მოსაგები მოიგო

თამაში მოგებულია. შეიძლება, დასვენებაც.

მძიმე, მაგარი მძიმე თამაში წამოიღო საკუთარ დარბაზში თორნიკე შენგელიას გუნდმა. და, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საქმეს ამჯერადაც მიხედა.

ბასკონიამ 83:79 ხიმკის დაუსვა.

8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი თოკოსგან. ნორმალური, ძალიან ჩვეულებრივი სტატისტიკა.

ბასკონიამ ხიმკის მაგრად აწყენინა. ბასკონიამ უკეთეს გუნდს სწრაფ კალათბურთში მოუგო.

ხიმკის ლიდერი ალექსეი შვედი აქტიური, მაგრამ არასაკმარისად კარგი იყო. ბიჭმა 15 სამიანიდან მხოლოდ 3 ჩააგდო.

ბასკონიას აქვს რეალური პრობლემები, მაგრამ გუნდი ცდილობს, რომ დარჩეს. რამდენად გამოდის, რთული სათქმელია.

ბასკონია ბოლო პერიოდში კარგად ეთამაშება ხიმკის. ესპანეურმა კლუბმა შარშან ორჯერ მოუგო ხიმკის და ეს სეზონიც იდეალურად წაიყვანა.

თორნიკე მთელი მატჩის განმავლობაში მონაცვლეობით იჭერდა სოლიდურ მაღლებს და საქმე ნორმალურად გააკეთა.

თამაში მოგებულია. შეიძლება, დასვენებაც.

ბასკონიამ გაძლო.

და, აგრძელებს ბრძოლას მეშვიდე-მერვე ადგილისთვის.