გადის ესა, ლეონესა...

მადრიდის ატლეტიკო ნაადრევად დაემშვიდობა ესპანეთის თასს. მეთექვსმეტედფინალში... დიეგო სიმეონეს გუნდი კორეას გოლით გასვლაზე უგებდა ლეონესას, მაგრამ საბოლოოდ, 1:2 წააგო. ლეონესამ ჯერ გაათანაბრა, დამატებით დროში კი გადამწყვეტი გაიტანა.

ლეონესა სეგუნდა ბ–ის ერთ–ერთ ზონაში თამაშობს და მათთვის ატლეტიკოს დამარცხება, რა თქმა უნდა, დიდი მოვლენაა.

 

სიმეონემ ოპტიმალური შემადგენლობა არ დააყენა და აი, შედეგიც. არგენტინელმა მწვრთნელმა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო;

 

„მარცხი ჩემი ბრალია. ასეთი რამ არ უნდა დაგვმართნოდა“.