ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა...

რაც ნაკლებს წააგებს, უფრო ნაკლებად დაქვეითდება...

ოძეკი გოეიდოს შეეძლო ამ ბაშოზე ასპარეზობა არ გაეგრძელებინა, რადგან მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) დაფიქსირებული უკვე აქვს და შემდეგ ბაშოზე ისედაც სეკივაკეს რანგამდე დაქვეითდება, თუმცა მან სხვაგვარად გადაწყვიტა.

 

ტოჩინოშინსა და გოეიდოს შორის შეხვედრები ყოველთვის პრინციპული იყო, სადაც იაპონელი ჩვენებურთან უპირატესობას ფლობდა - 10:18

 

ჰაცუ ბაშოს მეცამეტე დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთვის წარუმატებლად დასრულდა. უმოტივაციო შეხვედრაში, ოძეკიმ, იორიკირის კიმარიტეთი (ილეთით), ქართველი მეცხრამეტედ დაამარცხა.

 

ხვალ, ლევანი ექს-ოძეკი ტაკაიასუს დაუპირისპირდება. ამჟამად, ტოჩინოშინის ბალანსი 5:8-ზე აქვს და რაც ნაკლებს წააგებს, უფრო ნაკლებად დაქვეითდება.