ბელგია ისევ ფრანგების იმედად

ბორჯღალოსნები შავ ეშმაკებს ქუთაისში დაუხვდებიან

საქართველოს ნაკრების მეტოქის, ბელგიის ეროვნული გუდნის მთავარმა მწვრთნელმა გიომ აიაკმა შავი ეშმაკების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბელგიელთა რიგებში მრავლად არიან საფრანგეთის დაბალი დივიზიონის კლუბებში მოთამაშე მორაგბეები. თუმცა, რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ელიტური დივიზიონების გუნდების ღირსებას იცავენ. ესენია: კლერმონი, მონპელიე, პრპინიანი, ბეზიე და ნევერი.

 

რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ბელგიელები პირველ მატჩს სტუმრად გამართავენ პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან. ბორჯღალოსნები კი, შავ ეშმაკებს ქუთაისში 22 თებერვალს უმსპინძლებენ.

 

ბელგიის ნაკრები

შერკინება: ჟულიენ მასიმი, ერტონ სტეინი (ასუბი), შარლესტი ბერგე (პერპინიანი), ლუკ სოტუ (დაქსი), ბასტიენ გალიერი (სურესნე), მაქსიმ ჟადო (დიჟონი), ბრუნო ვლიგენი (კლერმონი), რომან პინტე (ოტინი), ვენსან ტოზია (კურნონი), ტომას დინსტი (სტად ბლეი), ალექსის კუფოლო (კოკ მოსანი), მარტინ ჰენსენასი (კარკასონი), გიომ მორტე (ნანტი), ბერტრან ბილი (სუანი), ბრიუ კორადი (ბოვე), მეტიუ ვერჰელდენი (ასუბი), სვენ დე ჰოოგი (ტარბი), ტომ ჰერენგერი (ტრსილიაკი), გილიან ბენუა (სიურენი), ამინ ჰამზაუ (შარტერი), გონსალო მორენო, კირან კარო (ლა ულპი), ჟან მორის დეკაბერი (კონიაკი), რომან ჰონჰონი (სუანი), ლუკ დე კონკი (მონპელიე), ტომას დე მოლდე (ტიროსი), ვილიამ ფან ბოსტი (ბეზიე), მაიკლ აბრაჰამსი (როიალ კიტურო), ნიკ კორდინგი (დენერმონდი)

უკანა ხაზი: ჟიულენ ბეგერი (ნევერი), ტომ კოკუ (შარტერი), გოტიე პეტი (ირლანდიის აკადემია), ლეოპოლდ რუბერი (ბუეტსფორი), ანტუან ვასერი, რაიან გოდსმარკი (ლა ულპი), კრეიგ დაისეტი (ოლდ ალბანიანი), ერვინ მურიკი (ჰართპური), ტომა ველრაფი (ნევერი), სერდიკ ვიემი (გრენობლი), მარკ ჩანგე (ეტუალი), გირომ პირონი (ბლანიაკი), ნატან ბონტემსი (ბოვე), ლუი დებატი (სუანი), ლუი დე მოფარტსი (ლა ულუპი), ფლორან პირონი (ეტუალი), დეზი კორნიე (კრუზო), სარლ რეინერი (ვალანსი), გასპარ ლალლი (ლა ულპი), ლან ვილიმსი (სუანი).