ახალი ჩიხურა

საჩხერის ჩიხურა, ისევე როგორც ქართული გუნდების უმრავლესობა, საკმაოდ შეცვლილი იქნება. ეს ეხება არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბს, არამედ ფეხბურთელთა კონტიგენტსაც.

 გუნდის ახალი თავკაცი, გეცოდინებათ, ვახტანგ თურმანიძეა, რომელსაც ვლადიმერ ზაბახიძე ეხმარება.

 

ჩიხურადან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გუნდი დასუსტებული იქნება. ვნახოთ, ჯერ დროა და სხვა მოთამაშბსაც დაიმატებენ.

 

ჩიხურაში დარჩნენ: გუნდის კაპიტანი შოთა კაშია, ლაშა ჩიკვაიძე, ირაკლი კამლაძე, ირაკლი ლექვთაძე, ბესიკ დეკანოიძე, გიორგი კორიფაძე, ოლეგ მამასახლისი, მეკარეები დინო ჰამზიჩი,   ზურაბ მწყერაშვილი და ავთო კაპანაძე. ასაკობრივი გუნდიდან დააწინაურეს ზურაბ კაპანაძე, ალექსანდრე ტეფნაძე, ირაკლი სირაძე, თენგო ბუღაძე.   

 

მოვიდნენ: ვილი ისიანი (სიონიდან), ლუკა კიკაბიძე (ლოკომოტივიდან), კახა კახაბრიშვილი (სიონიდან), გოდერძი მაჩაიძე (ტორპედოდან), შოთა გვაზავა (ბულგარეთის ვერეიადან)