სულშერი: კლოპს 4 წელი დასჭირდა...

ამ ბოლო დროს, ხშირად თავს ასე იმართლებენ...

მანჩესტერის მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდის გაძლიერების პერსპექტივაზე ჰკითხეს

 

„ჩვენ განვითარების ჩვენეული ხედვა გვაქვს, თქვენ კი, რა თქმა უნდა, სწორი გზა სხვაგვარად წარმოგიდგენიათ.

 

კლოპს 4 წელი დასჭირდა, რათა ასეთი ლივერპული შეექმნა. ბევრჯერ მითქვამს - ამ საქმეში სიჩქარე არ შეიძლება.

 

ზაფხულში კი კარგი სატრანსფერო პერიოდი გვქონდა, ახლა არ შეგვიძლია 8-10 ფეხბურთელის მოყვანა. მიუხედავად ამისა, ჩვენსას მაინც ვეცდებით,“ - თქვა სულშერმა