მაისურაძემ რუსი დაამარცხა! - მედლისთვის ბრძოლა გრძელდება...

ლუკას თურქეთის სახელით მოასპარეზე ვანო რევაზაშვილი ელოდება...

თელ-ავივში, მეორე საჭიდაო დღეს, ლუკა მაისურაძეს (-81 კგ) ნაკრებისთვის პირველი მედლის მოპოვების შანსი გაუჩნდა.

 

ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ალექსიოს ნტანაციდისთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა. ლუკამ რუსი ტურპალ ტეპკაევი შიდოებით დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის კი თურქეთის სახელით მოჭიდავე ვანო რევაზაშვილის, იგივე ვედათ ალბაიარაქს შეხვდება.