სფფ–ის აღმასკომი: ცხინვალზე და სხვებზეც

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. 

განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ისაუბრეს 2020 წლის სეზონისთვის ლიცენზირების შედეგებზე და კლუბ ცხინვალზე, სადაც ვითარება გაურკვეველია. ცხინვალი ლიგა2–დან ლიგა3–ში გავარდა, მაგრამ დიდი ვალები აქვს და ამჟამად კლუბი, ფაქტობრივად, ჰაერშია...

 

„2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია საქართველოსთვის. აღმასკომის მთავარი  თემა  საკლუბო ლიცენზირება იყო. ზოგიერთი კლუბი ლიცენზირების კომიტეტის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მათ შორისაა ცხინვალი. დღეს ცხინვალის დირექტორატის წევრები დაესწრნენ აღმასკომის სხდომას და უნდა წარმოედგინათ ვალდებულებების შესრულების დოკუმენტაცია, მაგრამ ვერ წარმოადგინეს. ამრიგად, მათზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღება.

 

...სხვადასხვა საკითხები კიდევ იყო. სხვა საფეხბურთო კლუბებს განესაზღვრათ ვადა, რომ თებერვლის თვეში, ჩემპიონატის დაწყებამდე დაფარონ ყველა ის ვალდებულება, რაც გააჩნიათ საკუთარი თანამშრომლების მიმართ“ – განაცხადა სფფ–ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.