გენტის მწვრთნელი ორ გიორგიზე

25 იანვარს ბელგიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩია: გენტი–გენკი. 

 გენტელთა მწვრთნელმა იეს თორუპმა პრობლემებზე და ტაქტიკურ საკითხებზე ისაუბრა. თორუპი ქართველებსაც შეეხო:  

 

„ჩაკვეტაძეც და ბეზუსიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ვარჯიშებზე უმატებენ და კმაყოფილი ვარ. წინა კვირას ძალიან კარგი მომენტები გვაჩვენეს.

 

...დეპუატრი და ქვილითაია ერთად. ამ სვლამ წინა ტურში, თავადაც ნახეთ,  გაამართლა. სწორედ მათი გათამაშებით გავიდა პირველი გოლი (ქვილითაიას პასით დეპუატრმა გაიტანა), მაგრამ რაღაც მაინც არასაკმარისი იყო“.