კოპერფილდი

მილმანმა როჯერს 2 წლის წინ ამერიკის ამბებში 3:6, 7:5, 7:6, 7:6 დაუსვა.

როჯერ ფედერერმა კიდევ ერთი ეპიკი მოიგო.

4:6, 7:6, 6:4, 4:6 7:6 (10:8).

მეხუთე სეტში, 10:8 ტაი ბრეიქზე ჯონ მილმანთან. 4 საათი და 3 წუთი. ლეგენდამ გაძლო.

ამ ტურნირის ექვსგზის ჩემპიონი ფედერერი ორჯერ გადაიტვირთა. და, ყველაზე ბრუტალური ჩამორჩენა, იქ, ბოლო დონეზე, ტაი ბრეიზე დაქაჩა.

ჯერ, 0:3. როჯერმა დაიბრუნა მინი ბრეიქი.

შემდეგ, 4:8. მილმანს 2 ქულა აქვს ასაღები. და თამაში ფედერერის ელეგანტური ვიქტორიით დასრულდა.

როჯერმა წაგებული ხუთსეტიანების სერია მოკლა. მანამდე, ხუთ სეტში წაგებული ჩეხვები გრიგორ დიმიტროვთან (2019, ამერიკის ღია პირველობაზე), ნოვაკ ჯოკოვიჩთან (2019, უიმბლდონის ფინალში) და კევინ ანდერსონთან (2018, უიმბლდონი, ¼ ფინალი).

მეხუთე სეტში ფედერერმა ბოლო ტესტი აქ, მელბურნში, 2018 წლის ფინალში მარინ ჩილიჩთან აიღო.

მილმანმა როჯერს 2 წლის წინ ამერიკის ამბებში 3:6, 7:5, 7:6, 7:6 დაუსვა.

და, როჯერმა რევანში აიღო.

და შემდეგ წრეში მაგრად გაუჭირდება მოგება.

როჯერი კოპერფილდია.