ლუკა მაისურაძე თელ-ავივის გრან პრის პრიზიორია

ახალგაზრდა ქართველმა მე-3 ადგილი დაიკავა

თელ-ავივის გრან-პრიზე მეორე საჭიდაო დღე მიმდინარეობს. ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ამ ტურნირზე საქართველოს სახელით პირველი მედალი მოიპოვა - ახალგაზრდა ძიუდოისტმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

 

ლუკა მეოთხედფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, თუმცა ალექსიოს ნტანაციდისთან დამარცხდა, რის შემდეგაც დამამშვიდებელ ორთაბრძოლაში რუს სპორტსმენს, ტურპალ ტუპკაევს სძლია.

 

მესამე ადგილისთვის ლუკამ თურქეთის სახელით მოასპარეზე ვანო რევაზიშვილს, იგივე ვედათ ალბაირაქს აჯობა. 21 წლის ქართველმა მე-2 დამატებით წუთზე მოპოვებული ვაზარით გაიმარჯვა.