ალინა ურუშაძემ კვალიფიკაცია დასძლია

დებიუტანტს მოწინავეთა შორის ადგილის დამკვიდრება შეუძლია

ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ასპარეზობაში ქალთა ერთეულთა თანრიგის წარმომადგენლები ჩაებნენ. აქ საქართველოს ღირსებას ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი ალინა ურუშაძე იცავს. მოკლე პროგრამაში ჩვენმა მოციგურავემ დებიუტის კვალობაზე შესანიშნავად იასპარეზა. ალინას გამოსვლა მსაჯებმა 59,56 ქულით შეაფასეს, რაც მე-12 შედეგი აღმოჩნდა.

 

ხვალ, ალინა ურუშაძე მაყურებლის წინაშე თავისუფალი პროგრამით წარსდგება და კარგი შანსი აქვს საუკეთესო რვა მოციგურავეს შორის მოხვდეს.