იუნაიტედი რეშფორდს შეცვლის

ეშმაკებმა ორი კანდიდატი შეარჩიეს

მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი, მარკუს რაშფორდი ზურგის დაზიანების გამო რამდენიმე კვირით იუქმებს. Sky Sports-ის ინფორმაციით, ბრიტანული გრანდი მის შემცვლელს უკვე ეძებს.

 

წყაროს ცნობით, იუნაიტედის ხელმძღვანელები ორ ფეხბურთელს აკვირდებიან - საუბარია ოდიონ იგალისა (შანხაი შენხუა) და ისლამ სლიმანიზე, რომელიც მონაკოში იჯარით ასპარეზობს (ნიგერიელი ლესტერის საკუთრებაშია). ცნობილია, რომ იუნაიტედი ამ ფეხბურთელებთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს. მხოლოდ საიჯარო შეთანხმება განიხილება.

 

იგალო ჩინეთში ინგლისური უოტფორდიდან გადავიდა. წლევანდელ სეზონში მან 17-ჯერ ითამაშა და 10 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ალჟირელს, სლიმანიმ საფრანგეთის ჩემპიონატში 13 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

 

პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში სულშერის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან - 24 ტურის შემდეგ იუნაიტედი 34 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.