ლუკაკუ: გუნდის თვალწინ კონტემ ნაგავი მიწოდა

ამან ბელგიელი ფორვარდი გაანაწყენა

რომელუ ლუკაკუმ ინტერში თავისი თამაში დაიბრუნა, თუმცა ეს მარტივი არ ყოფილა. როგორც თავად იხსენებს, კონტემ გუნდის თვალწინ მას ნაგავიც უწოდა. 

 

ეს მაშინ მოხდა, როდესაც ინტერმა საკუთარ კედლებში პრაღის სლავია ვერ დაამარცხა და, საბოლოოდ, ეს ქულები ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის ფასად დაუჯდა

 

"იმ შეხვედრაში ნამდვილად ცუდად ვითამაშე. კონტემ მთელი გუნდის თვალწინ მითხრა, რომ ნაგავივით ვირჯებოდი. 

 

პირდაპირი ადამიანია და როგორც კარგს, ასევე ცუდს პირში გეუბნება. ისიც მითხრა, რომ თუ ასე კიდევ ერთხელ ვითამაშებდი, 5 წუთში შემცვლიდა. 

 

ამან გარკვეულწილად გამანაწყენა, თუმცა გამომაფხიზლა კიდეც. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ, ის სათქმელს ყველასთან პირდაპირ ამბობს," - თქვა ლუკაკუმ.

 

შეგახსენებთ, ბელგიელი ფორვარდი მილანურ გრანდში გასულ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა. წლევანდელ სეზონში მან ყველა ტურნირზე 26-ჯერ ითამაშა, 18 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.