5 მიზეზი თუ რატომ არ უნდა დანებდეს ხამესი

ხამესი რეალში რატომ უნდა დარჩეს?

ხამეს როდრიგესი სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა.


მართალია ეს კოპა დელ რეის შეხვედრაში მოხდა, თუმცა იქ გუნდის წამყვანი ფეხბურთელებიც იყვნენ, რაც კოლუმბიელს ძირითადში მოხვედრის იმედს აძლევს.


ხამესს რეალთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში აკავშირებს, თუმცა თუ არაფერი შეიცვალა, ალბათ, კლუბს ზაფხულში შეიცვლის. 


აქ მოვიყვანთ 5 მიზეზსს, რის გამოც მან გუნდი იანვარში არ უდნა გამოიცვალოს


1) ისკოს მაგალითი


ხამესისთვის რთული პერიოდია, თუმცა მაგალითი შეუძლია ისკოსგან აიღოს. 


ესპანელმა ფეხბურთელმა ძირითადში ადგილი დაიბრუნა და ზიდანის ნდობით სარგებლობს


2) ყოველდღიური ვარჯიში


ხამესს დასვენებისთვის დრო აღარ აქვს. პოზიციების აღდგენისთვის მას ყოველდღიური ვარჯიში მოუწევს. 


რეალს დროის მცირე მონაკვეთში ბევრი თამაში ელოდება და კოლუმბიელიც შანსს მიიღებს. 


3) კოპა ამერიკა 


კოლუმბია კოპა ამერიკის ერთ-ერთი მასპინძელია და ხამესს ძალიან სურს ამ ტურნირზე თავი წარმოაჩინოს...


ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კარლოს კეირუშს უნდა, რომ ის საუკეთესო ფორმაში იყოს...


4) მხარდაჭერა


ხამესმა, როდესაც ზაფხულში კლუბში დარჩენა გადაწყვიტა, გულშემატკივრებმა ის სიყვარულით დააჯილდოვეს.

ახლა, დროა მან ვალი დააბრუნოს...


5) წასვლის საუკეთესო გზა


კონტრაქტის მიხედვით, კოლუმბიელს ზაფხულში რეალთან მხოლოდ ერთი წელი დააკავშირებს, რაც ნიშნავს რომ ნებისმიერ კლუბს მისი შეძენა იაფად შეეძლება, თუმცა მათი დაინტერესება მხოლოდ კარგი თამაშით შეუძლია. რამდენად კარგადაც ითამაშებს, ისეთივე წინადადება ექნება...