სებალოსი უკმაყოფილოა - არტეტამ მასზე ისაუბრა

რა ელის სებალოსს?

არსენალის მწვრთნელს, მიკელ არტეტას სურს, რომ დანი სებალოსმა მაქსიმუმი გაიღოს და ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლოს. 


პრესაში დაიწერა, რომ ესპანელი ფეხბურთელი სათამაშო დროის სიმცირის გამო ბედნიერი არ არის და იანვარში ვალენსიაში გადასვლა სურს


"დანისთან საუბარი მქონდა," - თქვა არტეტამ - "როდესაც კლუბში მივედი, ის იქ არ დამხვდა, ტრავმის გამო მადრიდში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იყო. 


ერთად ჯერ ბევრი არ გვიმუშავია.


მასთან რისი გაკეთება შემიძლია და რისი არა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ბევრი ჭორი მოვისმინე, თუმცა ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა"


ჩემპიონატში კარგი სტარტის შემდეგ, სებალოსმა კუნთის ტრავმა მიიღო და 2 თვის გამოტოვება მოუწია. რაც არტეტა არსენალში დაინიშნა, ესპანელს მოედანზე 1 წუთიც არ გაუტარებია...