იუვენტუსი და პსჟ ფეხბურთელებს გაცვლიან

მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ და იუვენტუსი მოთამაშეების გაცვლას გეგმავენ.

 

წყაროს ცნობით, „ბებერ ქალბატონს“ ლაივინ კურზავას გაფორმება სურს. მის სანაცვლოს ტურინელები მატია დე შილიოს დათმობას აპირებენ. მომავალ ზაფხულს ფრანგს პარიზულ გრანდთან კონტრაქტი ეწურება, რაც იუვენტუსს საქმეს უმარტივებს. ცნობილია, რომ კლუბებმა აღნიშნულ ტრანსფერებზე მოლაპარაკება უკვე დაიწყეს. სავარაუდოდ, ფრანგი მცველი უახლოეს დღეებში იტალიაში ჩავა.

 

წლევანდელ სეზონში კურზავამ პსჟ-ის შემადგენლობაში 14-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

 

რაც შეეხება 27 წლის იტალიელს, წელს იუვენტუსის შემადგენლობაში მან მხოლოდ 9-ჯერ ითამაშა.