სეტიენი: როდრიგო? კარგი ფეხბურთელები მომწონს...

როდრიგოს ბარსელონას ხშირად უკავშირებენ

ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ როდრიგო მორენოს შეძენით ბარსელონაა დაინტერესებული. ამ ხმებს სუარესის ტრავმა უფრო ამყარებს, რომელიც, სავარაუდოდ, გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც როდრიგოს კამპ ნოუს უკავშირებენ, თუმცა დღეს მისი შეძენა კლუბისთვის პრიორიტეტულია


მასთან დაკავშირებით კითხვა კიკე სეტიენს დაუსვეს


"როდრიგო? კარგი ფეხბურთელები მომწონს.


ის ვალენასიასთვის საკვანძო მოთამაშეა და შაბათს ბევრ პრობლემას შეგვიქმნის. 


მერჩივნა ჩვენ წინააღმდეგ როდრიგო მოედანზე არ გამოსულიყო, თუმცა ღამურებს ძალიან ღრმა შემადგენლობა ჰყავთ და მის ჩანაცვლებასაც მოახერხებენ," - თქვა კიკე სეტიენმა

 

შეგახსენებთ, შაბათს, ლა ლიგის 21-ე ტურში, ბარსელონა ვალენსიას ესტუმრება...