იუნაიტედის ფანები საპროტესტო აქციას გამართავენ

მანჩესტერის გულშემატკივრები მატჩის დროს სტადიონიდან წავლენ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები მასობრივ საპროტესტო აქციას აანონსებენ. წყაროს ცნობით, ფანები გუნდის მფლობელების - გლეიზერების ოჯახისა კლუბის და ვიცე-პრეზიდენტის, ედ ვუდვორდის საქმიანობით უკმაყოფილო არიან.

 

პრემიერლიგის 25-ე ტურში იუნაიტედი ვულვზს უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული შეხვედრის 58-ე წუთზე ფანები პროტესტის ნიშნად სტადიონის დატოვებას აპირებენ.

 

ეს რიცხვი შემთხვევით არ შერჩეულა - გასულ ტურში ბარნლიმ იუნაიტედი სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ბოლოს ამ სტადიონზე მათ 58 წლის წინ გაიმარჯვეს.

 

შეგახსენებთ, 24 ტურის შემდეგ სულშერის შეგირდები 34 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ.