ლამპარდი: კეპამ შეცდომები დაუშვა

ჩელსის თავკაცმა ესპანელ მეკარეზე ისაუბრა

ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, გუნდის ძირითად მეკარეზე, კეპა არისაბალაგაზე ისაუბრა.

 

„კეპამ პრობლემები უნდა დაძლიოს, რადგან ასეთია ფეხბურთი. ფეხბურთელი რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს, ოდესღაც მას მაინც გააკრიტიკებენ. ასეა, საუკეთესოებსაც კი აკრიტიკებენ. მოთამაშეები ამას მარტივად უნდა უმკლავდებოდნენ - აქ გასაკვირი არაფერია.

 

მოვძებნი თუ არა ახალ მეკარეს? ამ ფაქტს სხვაგვარად ვაფასებ - გარეშე პირებისგან წამოსული კრიტიკა ნაკლებად მადარდებს. ვიცი, რომ მათ ბევრი რამ არ მოსწონთ, თუმცა საკუთარ თავსა და ჩემს მოთამაშეებზე ზეწოლის საშუალებას არავის მივცემ.

 

რაც შეეხება კეპას, მან საკუთარი შეცდომები გაიაზრა. მისი უზუსტობების გამო გოლები გავუშვით და ქულები დავკარგეთ, ამიტომ მან ბევრი უნდა იმუშაოს და ხარისხს მოუმატოს“, - თქვა 41 წლის სპეციალისტმა.

 

შეგახსენებთ, ბოლო დროს ესპანელი მეკარე არადამაჯერებლად გამოიყურება, რის გამოც მას ჩელსის ქომაგები აკრიტიკებენ. 

 

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ლამპარდის შეგირდები 40 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან.