ტრანსფერის მოლოდინში...

კიკე სეტიენი მისთვის უკვე ახალ კლუბს ეძებს

კარლოს პერესპმა ბარსას ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს წასვლის შესახებ თხოვნით მიმართა. 

 

გასაგებიცაა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ 473 წუთი გაატარა.

 

Onda Cero-ს ინფორმაციით, კიკე სეტიანი 21 წლის შემტევს უკვე დაპირდა, რომ ახალი გუნდის მოძებნაში დაეხმარება,Marca-ს ინფორმაციით კი, გარიგება შეიძლება ვალენსიასთამ შედგეს და ის როდრიგოს ტრანსფერში ჩართონ.

 

მართალია პერესმა ბარსასთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ ამ კლუბში მისი დღეები დათვლილია...