კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი და კოკაინი

კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ხონათან ვიაფარას პატიმრობა ემუქრება.

 საქმე ისაა, რომ ვიაფარა ნარკოკარტელ CAL DEl GOLFO-ს წევრი ყოფილა და ოთხ პარტნიორთან ერთად აშშ-ში გადაუგზავნია 2,5 ტონა კოკაინი. ამ საქმიდან კი 5 მილიონი ევრო მოუგია. ფეხბურთელი თვითმფრინავში დააკავეს...

 

ვიაფარას ნაკრებში 43 მატჩი აქვს ჩატარებული. ონსე კალდასის შემადგენლობაში ლიბერტადორესის თასი მოიგო. ევროპულ კლუბებშიც თამაშობდა: პორტსმუთში, სოსიედადში, საუთჰემპტონში.