ერიკსენი კარიერას ინტერში გააგრძელებს

ნერაძურიმ თავისი მაინც გაიტანა

კრისტიან ერიკსენის სატრანსფერო საგა დასრულდა. დანიელი ფეხბურთელი კარიერას ინტერში გააგრძელებს. ბოლო ცნობებით კონტეს გუნდმა ტოტენჰემთან შეთანხმებას მიაღწია და მილანელები დეზებს 20 მილიონ ევროს გადაუხდიან.

 

ერიკსენი მილანში უახლოეს დღეებში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურად გახდება ინტერის ფეხბურთელი. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 კვირაა, რაც გუნდსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია.

 

27 წლის შემტევი ტოტენჰემში 2013 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. იგი მალევე გუნდის ერთერთ ლიდერად იქცა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს კრისტიანზე დიდი მოთხოვნა იყო. ინტერის გარდა ფეხბურთელის დამატება ბარსელონას, რეალს, იუვენტუსს და პსჟ-საც სურდათ.