დვალიც მალე ათამაშდება

ლაშა დვალი ფერენცვაროშთან ერთად არის შეკრებაზე და სავარაუდოდ, მალე ითამაშებს. 

ზუსტად ჯერ არაა ცნობილი, თუ როდის... საქართველოს ნაკრების მცველს ტრავმის გამო ნოემბერსა და დეკემბერში არ უთამაშია.

 

უნგრულ პრესაში წერია, რომ ფერენცვაროშს სეზონის მეორე ნახევარში დვალიც ეყოლება და კონკურენციაც გაიზრდება. ფერენცვაროში უნგრეთის მოქმედი ჩემპიონია და ახლაც ლიდერობს.   

 

კლუბისა არ იყოს, ნაკრებშიც გაიზრდება კონკურენცია და ეს კარგია. ორ თვეში უმნიშვნელოვანესი თამაში (იმედია, თამაშები) გველის.