ტოჩინოშინი ტაკაიასუსთანაც დამარცხდა

ექს-ოძეკების ჯახი

ჰაცუ ბაშოს მე-14 დღეს, ექს-ოძეკი ტოჩინოშინი ექს-ოძეკი ტაკაიასუს დაუპირისპირდა. ერთ დროს დიადნი სუმოში, დღეს ისე მრისხანედ ვეღარ გამოიყურებიან. რა თქმა უნდა, ძირითადად ტრავმის გამო. 

 

ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას იაპონელი ფლობდა - 11 გამარჯვება და 8 მარცხი, თანაც, ბოლო 3 შერკინებიდან ქართველმა სამივე წააგო. 

 

სამწუხაროდ, გამარჯვება ამჯერადაც ტაკაიასუს დარჩა. მან უპირატესობა თავდაპირველ შეჯახებისთანავე მოიპოვა და უვატენაგეს კიმარიტეთი (ილეთით) ქართველი დოჰიოზე დაანარცხა.

 

ამჟამად, ტოჩინოშინის ბალანსი 5:9-ზე აქვს, დაქვეითება გარდაუვალია, თუმცა შემდეგ შერკინებას თუ მოიგებს, შედარებით მაღალ პოზიციაზე დარჩება.