პაპუნაშვილის იძულებითი დასვენება

გიორგი პაპუნაშვილმა კადისი-რასინგის მატჩი (1:0) გამოტოვა. 24 წლის ქართველი ნახევარმცველი განაცხადშიც არ იყო და როგორც შევიტყვეთ, მიზეზი ტრავმაა: კუნთის პრობლემა.

 წინასწარი დიაგნოზით, დაზიანება საშიში არაა.    

 

როგორც იცით, პაპუნაშვილი ერთი კვირის წინ სარაგოსადან გადავიდა რასინგში და დებიუტიც ჰქონდა.

 

პაპუნაშვილის რასინგი სეგუნდა დივიზიონში ბოლო ადგილზეა.