ანორთოსისმა კაჭარავას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ქეცბაიას გუნდი ქართველი ფორვარდით კმაყოფილია

ანორთოსისმა ნიკა კაჭარავას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. კვიპროსული მედიის ცნობით, ფამაგუსტელებმა ნიკასთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმეს. ცნობილია, რომ ქეცბაიას გუნდმა ჩვენებურს ანაზღაურება საგრძნობლად გაუზარდა.

 

26 წლის ფორვარდი ანორთოსისში 2018 წლის ზაფხულში პოლონური კორონადან გადავიდა. ამ სეზონში ნიკა მშვენიერ ფორმაშია. აგვისტოდან მოყოლებული მან 12 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

 

ანორთოსისი, სადაც კაჭარავასთან ერთად დაუშვილი, ლორია, ოქრიაშვილი და ანანიძე თამაშობენ, 36 ქულით პირველ ადგილზე არიან. ისიც სათქმელია, რომ ქეცბაიას შეგირდებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.