ანრი: მონაკო? ბევრ რამეს ვიტყოდი, მაგრამ...

მონრეალ იმპაქტის მწვრთნელმა ტიერი ანრიმ თავის მეთოდებზე ისაუბრა. 

როგორც იცით, ლეგენდარულმა ფრანგმა ცოტა ხანს იმუშავა მონაკოში, სადაც შედეგს ვერ მიაღწია და გაათავისუფლეს. მანამდე კი რობერტო მარტინესის თანაშემწე იყო ბელგიის ნაკრებში:

 

„მწვრთნელობა? თუ რომელიმე დღეს მიდიხარ ვარჯიშის ჩასატარებლად და არ გსიამოვნებს, საქმეს თავი უნდა დაანებო. თუ არ გინდა, ნუ წვალობ... სიამაყე გვერდზე უნდა გადადო და ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რადგან სხვებიც არ გატეხო. და ეს უნდა მოხდეს შეუჩერებლად, ყოველდღიურად.


...პოპულარობის სიმძიმე? ვერაფერს გეტყვით. მონრეალში ვარჯიშები ჯერ არ დაგვიწყია, სახლიდან არ გავსულვარ და არ ვიცი, ქუჩაში მიცნობენ თუ ვერა.

 

...მონაკო უკვე წარსულია. ბევრი რამ არის, რაზეც შეიძლებოდა მელაპარაკა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. პატივს ვცემ და მიყვარს კლუბი, სადაც კარიერა დავიწყე. ახლა მონრეალში ვარ, რათა წინ და წინ ვიარო“.