თელ ავივის გრანპრი 1 მედლით დავასრულეთ

ქართველთა წარუმატებელი დღე ისრაელში

ქართველმა ძიუდოისტებმა თელ ავივის გრანპრიზე მორიგი წარუმატებელი შეხვედრები გამართეს.

 

იმედა გოგოლაძე 90 კგ წონით კატეგორიაში მესამე წრეში იყო, როცა ავსტრალიელ ჰარისონ კასართან დამარცხდა. 100 კგ-მდე კატეგორიაში ილია სულამანიძემ შვეიცარიელ მეტოქეს იპონით მოუგო, თუმცა შემდეგ სამხრეთ კორეელ გუჰამ ჩოსთან წააგო.

 

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა პირველივე შეხვედრა დათმო. ჩვენმა თანამემამულემ იუსუკე კომაშირასთან წააგო. რაც შეეხება სოფიო სომხიშვილს, იგი რუს ანჟელა გასპარიანთან დამარცხდა.

 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლუკა მაისურაძე ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც სამშობლოში მედლით დაბრუნდება. 81 კგ წონით კატეგორიაში იგი მესამე ადგილზე გავიდა.