სარი: შესაძლოა, კარიერა იუვენტუსში დავასრულო

სარიმ ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრა

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ ნაპოლისთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ერთ-ერთმა რეპორტიორმა მას ჰკითხა, აპირებს თუ არა ის ნეაპოლურ კლუბში დაბრუნებას.

 

"ახლა ამაზე არ ვფიქრობ. შესაძლოა კარიერა იუვენტუსში დავასრულო. ვნახოთ, ძალები როდემდე მეყოფა.

 

ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცი საკუთარ თავს ორი წლის შემდეგ როგორ ვიგრძნობ. შესაძლოა, მუშაობა გავაგრძელო, მაგრამ ეს ცუდი იდეა აღმოჩნდეს - წინასწარ ვერაფერს გეტყვით", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

 

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ჩელსისთან ერთად მოგებული ევროპის ლიგის შემდეგ სარი იუვენტუსში გადაბარგდა. იტალიის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მაურიციოს გაწვრთნილი ტურინელები 51 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.