დინამომ ბულგარელებთან დათმო - მეორე მარცხი თურქეთში

საქართველოს ჩემპიონმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა

თბილისის დინამო თურქეთში, კერძოდ კი ბელეკში შეკრებაზე იმყოფება. დინამოელებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართეს - რუმინულ ვოლუნტარიასთან მარცხის შემდეგ ჩხეტიანის შეგირდები ბულგარულ არდას დაუპირისპირდნენ.

 

ბულგარელებმა დამაჯერებლად დაიწყეს - ვასილიევის, დელეფისა და რუმენოვის გოლებით მათ 3-ბურთიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს. შეხვედრის მიწურულს, თბილისელებმა ძალების მობილიზება და ორგანიზებულად შეტევა მოახერხეს, რამაც შედეგი გამოიღო - დინამოელებმა 2 ბურთი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში, 2:3 დააფიქსირეს. საქართველოს ჩემპიონების მხრიდან ახვლედიანმა და ბაბუნაძემ გაიტანეს.

 

საბოლოოდ, დინამომ თურქეთის შეკრებაზე მეორე მარცხი განიცადა.

 

დინამო 2:3 არდა (დელევი 23'; ვასილიევი 62'; რუმენოვი 66'; ახვლედიანი 87'; 2:3 ბაბუნაძე 89')