გეგუჩაძის შეგირდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან
ბათუმის დინამომ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გაიმართა. გია გეგუჩაძის შეგირდები ვისლა კრაკოვს დაუპირისპირდნენ და მატჩი 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-2 წუთზე ჯოვინომ გახსნა, 70-ე წუთზე კი ჰუბერტმა გაათანაბრა.
შეგახსენებთ, რომ აჭარლები ეროვნულ ლიგას შარშან დაუბრუნდნენ და მიუხედავად ამისა ჩემპიონობის კარგი შანსი ჰქონდათ. მომავალ მატჩს დინამო 29 იანვარს სერბული რადნიჩკის წინააღმდეგ ჩაატარებს.