ოლმო ლაიპციგის ფეხბურთელია

ესპანელი ფორვარდის ახალი გამოწვევა

დინამო ზაგრების აწ უკვე ყოფილი ფორვარდი დანი ოლმო კარიერას ლაიპციგში გააგრძელებს. გერმანელთა საიტის ცნობით, 21 წლის გოლეადორმა გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია რა თანხა გადაუხადეს ბუნდესლიგის ბინადრებმა ზაგრების დინამოს. 

 

 

ოლმო ბარსელონას აღზრდილია, თუმცა მთავარ გუნდში არ უთამაშია. 2015 წლიდან იგი ზაგრებელთა საკუთრებაა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 22 მატჩი და 8 გოლია. ლაიპციგის გარდა დანის გადაბირება მანჩესტერს, მილანს და ბარსელონასაც სურდათ, თუმცა როგორც ხედავთ ფეხბურთელმა არჩევანი გერმანულ გუნდზე შეაჩერა.

 

ლაიპციგი ბუნდესლიგაში 40 ქულით პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს ნაგელსმანის შეგირდები გლადბახის წინააღმდეგ ჩაატარებენ.