ქართველი მოციგურავეები ათეულს ვერ შესწვდნენ

ურუშაძე მეთხუთმეტე ადგილზე გავიდა, კაზაკოვა/რევიას წყვილი კი, მეთოთხმეტეა

ავსტრიის ქალაქ გრაცში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. შეჯიბრების ბოლო დღეს მოცეკვავე წყვილების შემდეგ, მოციგურავეებმა ქალთა ერთეულთა თანრიგში იასპარეზეს.

 

მოცეკვავე წყვილებს შორის თავისუფალ ვარჯიშში მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ 99,73 ქულა მიიღეს. ჯამში კი, 167,22 ქულა დააგროვეს და მე-14 ადგილზე გავიდნენ.

 

ქალთა ერთეულთა თანრიგში კი, 16 წლის ალინა ურუშაძემ 95,25 ქულა მიიღო. შედეგად ჩვენი მოციგურავემ 154,81 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მე-15 ადგილზე გავიდა.