ზიდანი: ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის დავიცავ

ფრანგმა სპეციალისტმა გარეთ ბეილზე ისაუბრა

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, გარეთ ბეილზე ისაუბრა. შეგახსენებთ, 30 წლის უელსელმა მორიგი დაზიანება მიიღო, რის გამოც ის რამდენიმე დღით იუქმებს.

 

„საგანგაშო არაფერია, გაიხსენეთ - ცოტა ხნის წინ გარეთმა გოლი გაიტანა. ჩემს ფეხბურთლებს ყოველთვის დავიცავ. ისინი ჩემი მოთამაშეები არიან - ბიჭები ყოველდღიურად ვარჯიშობენ და თავდაუზოგავად შრომობენ, ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ. მათ რეალის ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა სურთ.

 

ყველა ფეხბურთელს საკუთარი ამბავი აქვს. დიახ, ბეილს რამდენიმე დაზიანება აქვს, ამას უნდა შევეგუოთ. ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოსწორდება - პრობლემების მოგვარებაში მას მეტი პრაქტიკა დაეხმარება“, - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

 

ბეილმა მიმდინარე სეზონში 15-ჯერ ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.