პეტრა პირველი

პეტრა, რომელმაც ორჯერ მოიგო უიმბლდონი.

პეტრა კვიტოვა ავსტრალიის ღია პირველობის ¼ ფინალში დაბრუნდა. და, თუ გაუმართლებს, რეიტინგის პირველ ნომერს - ეშლი ბარტის გატესტავს. ან, ელისონ რისკეს გაესაუბრება.

პეტრა ბოლო პერიოდში ვერ დაქალობს სტაბილურობასთან. პეტრა დაჭრეს. პეტრამ დაკარგა დრო. და, შარშან, პეტრა ახლოს იყო ჩემპიონობასთან. უბრალოდ, ბოლო, ყველაზე მთქმელი, საჩემპიონო თამაში ნაომი ოსაკასთან წააგო. და, ტურნირს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

ოსაკა ისტორიაა.

პეტრა - გემოვნებით თამაშობს. პეტრა პრო ტურის ყველაზე სექსუალური აგრესიაა.

ინსპირაციული მარია საქარი პეტრას პირველ სეტს უგებს.

კვიტოვა ბრეიქით აგებს, კვიტოვა მიდის ტაი ბრეიქამდე და ბოლო აკორდი მაინც საქარიმ აიღო - 7:4.

კვიტოვა, რომელსაც ამ ტესტამდე მხოლოდ 14 გეიმი ჰქონდა წაგებული, გადაიტვირთა და საქარიმ ის, ძველი პეტრა მიიღო.

პეტრა, რომელმაც ორჯერ მოიგო უიმბლდონი.

პეტრა, რომელიც ორჯერ ახლოს იყო რეიტინგის პირველ ადგილთან.

პეტრა, რომელიც სერენა უილიამსის შემდეგ ყველაზე შემტევი, დაუნდობელი მოთამაშე იყო.

პეტრა პირველი.

კვიტოვა, რომელიც ტურნირზე მეშვიდე ნომრად არის განთესილი, როდ ლეივერის არენაზე კიდევ ერთ გასვლას და ოვაციას მიიღებს. პეტრა აქ უყვართ. როგორც - ყველგან.

ელეგანტურმა ჩეხმა ბერძენი (რომელსაც ცინცინატიში პეტრასთან მოგებული ჰქონდა)  დაამტვრია და თუ გაგვიმართლებს, კვიტოვა-ბარტის მივიღებთ.

იქ, სერიოზული ბრძოლა დაიწყება. და, კორტიდან ერთ-ერთს გაიტანენ.

კვიტოვა ტიტულს იმსახურებს.