ტოჩინოშინმა ბაშო წაგებით დაასრულა

სად იქნება მარტის ბაშოზე ტოჩინოშინი?

ჰაცუ ბაშოს ბოლო დღეს, ტოჩინოშინი დასავლეთის პირველ მაეგაშირას, მიოგირიუს დაუპირისპირდა. ქართველის მსგავსად, ოპტიმალურ ფორმაში მიოგირიუც არ იყო, ურთიეთშეხვედრებში კი უპირატესობას ლევანი ფლობდა - 12:11

 

კარგი ტაჩი-აის (თავდაპირველი შეჯახება) მიუხედავად, რომლის დროსაც ჩვენებურმა მოწინააღმდეგე ტავარასთან (დოჰიოს შემოვლებული თიხის წნელი) მიიყვანა, მიწოლის დროს, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და მოწინააღმდეგეს დოჰიოდან გადახტომა „დაასწრო“.

 

ტოჩინონიშნმა იანვრის დიდი ტურნირი უარყოფითი ბალანსით (5:10) დაასრულა, რომლის მიხედვითაც, მაკუუჩის (უმაღლესი) დივიზიონში, ჰარუ (მარტის) ბაშოსთვის, მე-6 მაეგაშირადან დაქვეითდება და დაახლოებით - 12-დან მე-9 მაეგაშირამდე ადგილს დაიკავებს. ეს სუმოს მამების გადასაწყვეტია