რა დაემართა ფიორენტინას ნახევარმცველს?

ფიორენტინას ნახევარმცველი გაეტანო კასტროვილი ჯენოასთან მატჩის დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 65-ე წუთზე შეცვალეს, რადგან ფეხები ეკვეთებოდა და სიარულსაც ვეღარ ახერხებდა.

 

22 წლის კრასტოვილმა ვერ გაიხსენა, თუ რა დაემართა და საერთოდ, რა თამაში იყო, რა პოზიციის ფეხბურთელია. არც ის იცოდა, სად იმყოფებოდა.

 

კასტროვილი ამ დროისთვისაც საავადმყოფოშია.