ბათუმის დინამოს ბრაზილიელი გამოაკლდა

23 წლის ბრაზილიელმა შემტევმა გაბრიელ რამოსმა ბათუმის დინამო დატოვა.

რამოსი ორი წლის განმავლობაში იყო ბათუმელთა  ფეხბურთელი და ეროვნულ ლიგაში 9 გოლი გაიტანა (56 მატჩში). თუმცა ბოლო თვეეებში ბრაზილიელმა აშკარად მოუკლო.

 

გაბრიელ რამოსთან კონტრაქტის გაწყვეტა მის დისციპლინას უკავშირდება. უფრო სწორად, უდისციპლინობას. ის ზამთრის შესვენების მერე დროულად არ ჩამოვიდა ბრაზილიიდან.