ცრემლები დოჰიოზე - იმპერატორის თასის მფლობელი ცნობილია!

კონკიას ზღაპარი...

ჰაცუ ბაშოს მეთხუთმეტე დღეს იმეპრატორის თასის მფლობელი გაირკვა! პრეტენდენტი ორი იყო: შოდაი და ტოკუშორიუ. შოდაიმ თავისი შეხვედრა მოიგო, ტოკუშორიუს გაუთანაბრდა და თუ ის ოძეკი ტაკაკეიშოსთან წააგებდა, კეტტეი-სენი (საჩემპიონო ბრძოლა) დაინიშნებოდა.

 

ვინ არის ტოკუშორიუ? რიკიში, რომელიც წინა ბაშოზე ჯურიოს (რანგით მეორე დივიზიონი) ასპარეზობდა, ბოლო ორ ბაშოზე 8:7-ზე ბალანსი დააფიქსირა და მაკუუჩიში (უმაღლესი დივიზიონი) ძლივს გადავიდა, თანაც, 33 წლის არის და მისი მაქსიმუმი 2015 წელს მე-4 მაეგაშირას რანგი იყო...

 

ბაშოს დაწყების წინ, ვინმეს რომ ეთქვა, ეს ადამიანი იმპერატორის თასს მოიგებსო, სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ეს ლესტერის ჩემპიონობაზე უფრო მოულოდნელი გამარჯვებაა.

 

ტოკუშორიუმ, მეთხუთმეტე დღის ბოლო ორთაბრძოლაში,​ ოძეკი ტაკეკიშო იორიკირის კიმარიტეთი (ილეთით) დაამარცხა და იმპერატორის თასი დამსახურებულად მოიგო...

 

მე-17 მაეგაშირამ იმპერატორის თასი ისტორიაში მეორედ მოიგო...

 

ცრემლები ყველაფერზე მეტყველებს...