გვარდიოლამ ლივერპულის შესახებ ემოციები არ დამალა

პეპმა სიტი და ლივერპული შეადარა

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ლივერპულის შესახებ მისი მოსაზრება გაგვიზიარა. პრემიერლიგაში მერსისაიდელების მონაგარი შემდეგნაირად გამოიყურება: 23 შეხვედრა - 22 მოგება - 1 ფრე

 

„ნათელია, ლივერპული პრემიერლიგას მოიგებს და იგივე წარმატებით, ამ სეზონში, ამას ესპანეთსა, იტალიასა თუ გერმანიაში მოახერხებდა - ასეა, 23 შეხვედრაში 22 მოგებას მხოლოდ ეს შედეგი შეიძლება მოსდევდეს. რაც შეეხება სიტის, ამ ქვეყნებში, ლიდერებთან ახლოს იქნებოდა.

 

ლივერპული ფანტასტიკური და ფენომენალური გუნდია. ეს გაკვეთილი უნდა ავითვისოთ,“ - თქვა პეპმა