კრესპო იუსტიციაში

რივერ პლეიტიდან ბოლოში

არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ერნან კრესპო დეფენსა ჟუსტიციას მწვრთნელი გახდა. ეს ინფორმაცია მშრალად დაადასტურა არგენტინული კლუბის პრეს-სამსახურმა.

კრესპო როველპლეიტელია, ევროპაში კი ჩელსის, ლაციოს, ინტერის, მილანის, პარმასა და ჯენოას ღირსებას იცავდა. ის 17 ტიტულის მფლობელია და ერთი პერიოდი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდთა შორის მოიხსენიებოდა. კრესპო არის ლიბერტადორესის და უეფას თასის მფლობელი, ასევე ინგლისისა და იტალიის ჩემპიონი.

Image result for ernan krespo

სამწვრთნელო საქმე მან 2015 წელს იტალიაშივე, კერძოდ მოკრძალებულ მოდენაში დაიწყო, საიდანაც ერთი სეზონის შემდეგ წავიდა, ხოლო 2018-ში სამშობლოშივე ბანფილდი ჩაიბარა.

დეფენსა ჟუსტიციას 16 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს. კლუბი სატურნირო ცხრილის მე-16 საფეხურზეა. ჩემპიონატის ლიდერი კი კრესპოს მშობლიური რივერ პლეიტი გახლავთ.