ანტირეკორდი: 21-ში 22

მადრიდის ატლეტიკომ კვლავ ვერ მოიგო. ლეგანესთან შინ 0:0... 

ეს უკვე საკლუბო ანტირეკორდის გამეორებაა: 21 ტურის მერე ატლეტიკოს მხოლოდ 22 გოლი აქვს გატანილი. ასე ცოტა გოლი ატლეტიკოს მხოლოდ სამ სეზონში ჰქონდა: 1979/80, 1981/82 და 2004/05.

 

დიეგო სიმეონეს გუნდი მეოთხე ადგილზეა, მაგრამ აშკარად ცუდ ფორმაშია. შეგახსენებთ, შუა კვირაში ესპანეთის თასიდანაც გავარდნენ, თანაც, მესამელიგელ კულტურალ ლეონესასთან წააგეს.

 

126 მილიონ ევროს საქმეს ვერ აკეთებს (რბილად რომ ვთქვათ) ჟოაო ფელიში. ვერც სხვები ბრწყინავენ. სიმეონეს ხელში ასეთი ატლეტიკო არავის ახსოვს.