ნორვეგიელი ნორვეგიელისთვის

მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა ოლე–გუნარ სულშერმა პირველ ტრანსფერს დაუმიზნა.

 

ნორვეგიელს სურს, რომ იანვარში ბორნმუთის თავდამსხმელი ჯოშუა კინგი გადაიბიროს. კინგმა პრემიერლიგის 18 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

 

წარმოშობით გამბიელი ფეხბურთელი 28 მილიონი ევრო ღირს. ისე, ჯოშუა კინგი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დაიბადა და ნორვეგიის ნაკრებშიც თამაშობს, სადაც 37 მატჩში 12 გოლიც გაიტანა.